მოლარე-კონსულტანტი - ვარკეთილი მოლი
22-09-2026 - 22-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

შპს ,,აი სი არ ტრეიდი“  კორსო იტალიას ბრენდისთვის აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ვარკეთილი მოლში.

სამუშაო განაკვეთი:  სრული; კვირაში 5 დღიანი სრული სამუშაო გრაფიკი, ცვლების მიხედვით; 2 დღე დასვენება. 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
• მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
• მომხმარებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
• ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
• მომხმარებლის კონსულტირება და საჭირეობის შემტხვევაში პროდუქციის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
• ახალი პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა და აქტიური ჩართულობა;
• პროდუქციის განთავსება დარბაზსა და საწყობში დადგენილი წესის შესაბამისად;
• მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება;
• სალაროსთან მუშაობის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების ზედმიწევნით დაცვა;
• სალარო ოპერაციების თანმდევი დოკუმენტაციის სიზუსტის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: 
• სასურველია უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე; 
• გუნდური მუშაობის უნარი;
• ორგანიზებულობა;
• კომუნიკაბელურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

ანაზღაურებას (ხელზე ასაღები თანხა):

  • საშუალო თვიურ ანაზღაურებას -1100-1300 (ფიქსირებული + ყოველთვიური ბონუსის საშუალო ოდენობა ) + წარმატებული თანამშრომლებისთვის ყოველთვიური ფიქსირებულ დანამატს 140 ლარის ოდენობით;
  • დამატებით, კვარტალური ბონუსის მიღების შესაძლებლობას 100-400 ლარის ოდენობით.
  • მაღაზიისა და ოფისის მასშტაბით კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევას;
    კორპორატიული ფიტპასის გააქტიურების შესაძლებლობას;

„აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია — შპს „აი სი არ ტრეიდი“
წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, მათ შორის:
Bata, Bambino, ECCO, Geox, Studio Shoes Gallery, Laboratoria Shoes Gallery, AV LAB, Corso Italia, Scarpiera, Okaïdi და Jacadi.

დღეისათვის კომპანია მართავს 60-მდე მაღაზიას თბილისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში.

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!