მენეჯერი - თელავი
20-05-2026 - 22-06-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

შპს ,,აი სი არ ტრეიდი“  აცხადებს ვაკანსიას "კორსო იტალია" მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე თელავში.
სამუშაო განაკვეთი: სრული; კვირაში 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი ცვლების მიხედვით.

ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:
• მაღაზიაში ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
• მაღაზიის პერსონალის მართვა;
• მაღაზიის სასაქონლო მარაგების დადგენილი წესის შესაბამისად მართვა, მათ შორის მიღების პროცესზე პასუხისმგებლობა;
• საქონლის ინვენტარიზაციის პროცესის მხარდაჭერა;
• დადგენილი სალარო პროცედურების ზედმიწევნით დაცვის უზრუნველყოფა;
• მაღაზიაში პროდუქციის მერჩაინდაიზინგის სტანდარტების მიხედვით განთავსების უზრუნველყოფა;
• პროდუქციის ფასმაჩვენებლებისა და ფასდაკლების ნიშნულების განთავსების დროული და ზუსტი უზრუნველყოფა;
• მაღაზიის ტერიტორიის ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, შიდა და მიმდიბარე საჯარო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა;
• შრომის უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა;
• კომპანიის  პროცედურების ზედმიწევნით დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
• მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;

უნარები და პიროვნული თვისებები:
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
• დეტალებზე ორიენტირებულობა;

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (გეგმის შესრულების მიხედვით)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ განაცხადი.

ICR ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს.  „აი სი არ ჯგუფი“ წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს. იგი საქართველოს ბაზარზე რამდენიმე შვილობილი კომპანიითაა წარმოდგენილი. 
,,აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია  “შპს აი სი არ ტრეიდი“  წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ისეთ საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორებიცაა: ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, ოკაიდი და ჟაკადი.  დღეისათვის კომპანია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას, რომლებიც განთავსებულია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში: ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და ზუგდიდში.

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!