შპს ,,აი სი არ ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ზუგდიდში.
ლოკაცია: სავაჭრო ცენტრი „ზუგდიდი მოლი“ (კოსტავას #28)
სამუშაო განაკვეთი: სრული; კვირაში 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი ცვლების მიხედვით (8 საათიანი სამუშაო ცვლა დღის მანძილზე) კვირაში 2 დღე დასვენება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
• მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
• მომხმარებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
• ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
• მომხმარებლის კონსულტირება და საჭირეობის შემტხვევაში პროდუქციის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
• ახალი პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა და აქტიური ჩართულობა;
• პროდუქციის განთავსება დარბაზსა და საწყობში დადგენილი წესის შესაბამისად;
• მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება;
• სალაროსთან მუშაობის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების ზედმიწევნით დაცვა;
• სალარო ოპერაციების თანმდევი დოკუმენტაციის სიზუსტის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
• სასურველია უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• ორგანიზებულობა;
• კომუნიკაბელურობა.
ანაზღაურება: საშუალო თვიური ანაზღაურება - 1000-1200 (ხელზე ასაღები თანხა, ფიქსირებული + ბონუსის საშუალო მოცულობით)
გისურვებთ წარმატებას!
კომპანია ხელს უწყობს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს და მხარს უჭერს სამუშაო ადგილზე თანასწორობის პრინციპს. გადაწყვეტილებები მიიღება აპლიკანტის კვალიფიკაციის საფუძველზე როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსში. გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდეს კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია აპლიკანტის შესაბამისობის დადგენა მიმდინარე/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს ერთი წლის ვადისა; აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება, წაშლა. ამისათვის, გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: vacancy@icr.ge